ესთეტიკური და ფიზიკური აღზრდის კათედრა ხელმძღვანელობს შპს ,,იუჯი სკოლის“ კათედრის დებულებით, სკოლის შინაგანაწესით და ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას.კათედრის წევრები მუდმივად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, ეფექტურად არჩევენ სასკოლო სახელმძღვანელოებს და დამატებით რესურსებს. გეგმავენ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს. კათედრის წევრები იზიარებენ თანამედროვე სამყაროში არსებულ სიახლეებს და შეძლებისდაგვარად ნერგავენ სასკოლო ცხოვრებაში.
ესთეტიკური და ფიზიკური აღზრდის საგნობრივი ჯგუფის მიზანია:
• განუვითაროს მოსწავლეებს ხელოვნების ნიმუშების აღქმის, შეფასებისა და შექმნის პრაქტიკული უნარები;
• დაეხმაროს მათ ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლასა და მისი საშუალებით ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარებაში.
• განუვითაროს მუსიკალური შემოქმედებითი უნარები, რაც დაეხმარება მოსწავლეს საკუთარი თავის აღმოჩენაში, თვითგამოხატვასა და განვითარებაში.
• ჩააბას მოსწავლე ფიზიკურ აქტივობებში და ამ გზით შეუწყოს ხელი მის ფიზიკურ განვითარებას , გააცნობიერებინოს მას ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში.
ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო და დამატებითი საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი, ჭადრაკი,
ყოველწლიურად ესთეტიკური და ფიზიკური კათედრის ორგანიზებით სკოლის მოსწავლეები სწავლების ყველა საფეხურზე მონაწილეობას იღებენ შემდეგ აქტივობებში:
• ჭადრაკის სასკოლო და კლასებს შორის ტურნირი
• სპორტული შიდა სასკოლო შეჯიბრები
• გასვლითი ღონისძიებები ( ვიზიტი მუზეუმში )
იუჯი სკოლა
|