,, თქვენ, ქართულის მასწავლებლებს ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე გქონიათ, რომელიც ბავშვის სულში საქმიანობს და განსაკუთრებით საფრთხილოა, რადგან ყოველ მოძრაობას სულის ამ ნაწილში მთელს ცხოვრებაზე მოაქვს დიდი გავლენა.”
ნაწყვეტი გიორგი კეკელიძის წერილიდან ,,ჩემს მასწავლებელს“.
სწავლების ზედა საფეხურზე ლიტერატურული მიმდინარეობებისა და ლიტერატურული ტექსტების შესწავლის დროს, გარდა ქართული ლიტერატურისა ,დიდი ყურადღება ეთმობა მსოფლიო ლიტერატურატურის შესწავლას, ტექსტების შედარებით ანალიზს. ტექსტების ანალიზისას მნიშვნელოვანია პარალელების მოხმობა მსოფლიო ლიტერატურიდან. კათედრა მუდმივად ზრუნავს, მოსწალეს გააცნოს პროგრამის გარე ლიტერატურა, რათა უკეთესი ხედვა მისცეს მოსწავლეს ლიტერატურული ეპოქების, ლიტერატურული ჟანრებისა და მწერლობის სხვადასხვა სტილის შესახებ.
კათედრის სულისკვეთება:
,,არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა,
მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“ .
( რუსთაველის ამ გენიალური სიტყვების პერიფრაზი დაახლოებით ასე ჟღერს: რაში მჭირდება, რას მარგებს ფილოსოფოსთა სიბრძნის ცოდნა, თუ მას არ გამოვიყენებ. ჩვენი განსწავლულობით კი სამყაროს წესრიგს ვუერთდებით).
ვფიქრობთ , ეს სიტყვები ზუსტად ასახავს იუ ჯი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის სულისკვეთებას. ზღვა ინფორმაცია, რომელსაც მოსწავლე ლიტერატურიდან იღებს, ცხოვრებაში უნდა გამოიყენოს და უფრო მეტიც, ეს ცოდნა მის ზნეობრივ ცხოვრებას უნდა აყალიბებდეს. ჩვენმა მოსწავლემ ლიტერატურიდან უნდა მიიღოს ცოდნა ცხოვრების შესახებ, ცოდნა თუ როგორ შეძლოს ადამიანმა სამყაროსთან სწორი და ჰარმონიული ურთიერთობა, ცოდნა იმაზე, რომ ბოროტება უარსოა, რომ სიკეთეა ყველაფრის საწყისი, რომ კოსმოსში მხოლოს დადებითი ენერგიების გაგზავნით მიიღებ ყველა სიკეთეს, რომ სწორედ ლიტერატურის ზღვაში ისწავლი სამყაროს კანონებს, რომელიც ყოველღიურ ცხოვრებაში უნდა გამოიყენო.
ვასწავლით, რომ მიზანს მხოლოდ დიდი ძალისხმევით აღწევ ადამიანი : ,,მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად“, რომ ,,ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების“.
ვცდილობთ, სიტყვები და ფასეულობები ვასწავლოთ ისე , რომ ეს არ იყოს პირდაპირი, ფსევდომორალისმქადაგებელი. მიგვაჩნია, რომ ფასეულობები, რაღაც უხილავი, ძლიერი გზით უნდა ხვდებოდნენ მოსწავლის გულში და სამუდამოდ იმკვიდრებდნენ ადგილს და ეს ხდება, სწორედ, ლიტერატურის დახმარებით. მოსწავლეები ბევრ რამეს ნახავენ სკოლის შემდეგ ცხოვრებაში და მთელი ამ დროის განმავლობაში ბევრჯერ მოუხდებათ პარალელის გავლება ჩვენ მიერ ნათქვამსა და რეალურად არსებულს შორის…ამიტომ თითოეული პედაგოგი ვზრუნავთ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები ცხოვრობდნენ ლიტერატურით , ლიტერატურა იყოს მათი ცხოვრების ნაწილი და ისწავლონ, რომ აქ, ლიტერატურის ზღვაში , ეძებონ პასუხები ცხოვრებისეულ კითხვებზე.
ვასწავლით, რომ ლიტერატურის შესწავლამ კოსმოპოლიტ ადმიანად, მსოფლიო მოქალაქედ უნდა გაქციოს. მოსწავლეებს ყურადრებას ვუმახვილებთ მოარული სიუჟეტების თემაზე, რომ უამრავი მარგალიტის პოვნა შეიძლება მსოფლის ხალხთა ფოლკლორსა და ლიტერატურაში.
ლიტერატურა ეპოქის მაჯისცემაა. ამიტომ, ვცდილობთ, ლიტერატურის გაკვეთილები პასუხობდეს თანამედროვე ეპოქის გამოწვევებს.
ქართული ენისა ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ,,ითესება“ ჰუმანიზმის მარცვლები , აქ ყალიბდება ბავშვი როგორც მოქალაქე, არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს მოქალაქეც. ვცდილობთ, ვაჟა-ფშაველას წერილი ,,კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ მათ სამაგიდო წერილად იქცეს.
მნიშვნელოვანია, სწავლების დროს მხოლოდ ტექსტის გააზრება, სიუჟეტი და გმირების ამბები კი არ ისწავლონ , არამედ ისწავლონ ყველაზე მთავარი სიტყვები, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს და კვლავ გაუძლებენ,რომლებიც მათ ტოლერანტ მოქალაქედ აქცევს.
,, ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ,
მარტო ჩვენ გვზრდიდნენ დედანი,
ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ
კუპრში მიელის ქშენანი.
ამის თქმით ვწარამარაობთ,
ღვთისშვილთ უკეთეს იციან,
ყველანი მართალს ამბობენ,
განა, ვინაცა ჰფიციან?!“
ვაჟას ამ სიტყვებით ვასწავლით ბავშვებს რელიგიურ შემწყნარებლობას და ვცდილობთ,თითოეული მოსწავლე ავაშოროთ ჩვენ ირგვლივ ასე გაბატონებული რელიგიური ფანატიზმის საფრთხეს.
მართლწერა და მართლმეტყველება:
ლიტერატურასთან ერთად მნიშვნელოვანია ენის ნორმების შესწავლა. საკუთარი ენის სიყვარული და პატივისცემა. თითოეულ მოსწავლეს ვათავისებინებთ ,რომ გრამატიკული ნორმების შესწავლა სწორი მეტყველებისა და მართლწერისთვის სჭირდებათ.
ვასწავლით, რომ ინტელექტუალური სიძაბუნე განსაკუთრებით ჟონავს ადამიანის მეტყველებასა და წერის კულტურაში, ამიტომ ნუ ვიქნებით ფსევდოინტელექტუალები და საკუთარი ენის ზერელემცოდნეები.
არგუმენტირებული ესე:
მოსწავლეებს ვასწავლით სწორად კამათის ხელოვნებას, საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დასაბუთებას და ამავდროულად, განსხვავებული აზრის პატივისცემასა და მიმღებლობას. არგუმენტირებული ესეებს ეპოქის პრობლემებზე ვწერთ. ვცდილობთ, ესეების თემები იყოს ის, რაც საზოგადოებას აწუხებს: განათლების პრობლემები, ტექნოლოგია და ბუნება, გენდერული თანასწორობა, რელიგიური შემწყნარებლობა და ა.შ.
იუჯი სკოლა
|