საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა მუშაობს კოორდინირებულად და აერთიანებს საბუნებისნეტყველო მეცნიერებათა (ბუნებისმეტყველება, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა) საგნების პედაგოგებს.
• კათედრა ხელმძღვანელობს იუჯი სკოლის კათედრის დებულებით, ითვალისწინებს სკოლის შინაგანაწესს და ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას.
• კათედრის წევრები იკრიბებიან თვეში ერთხელ;
• არჩევენ როგორც გრიფირებულ, ასევე დამატებით სახელმძღვანელოებს;
• წლის განმავლობაში გეგმავენ სხვადასხვა ტიპის როგორც გასვლით, ისე შიდა სასკოლო ღონისძიებებს.
• კათედრის წევრები მუდმივად ზრუნავენ თვითგანვითარებაზე, სასწავლო პროცესს წარმართავენ თანამედროვე სწავლების მეთოდებით და ეცნობიან სიახლეებს.
• თანამშრომლობენ სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებთან, იზიარებენ მათ გამოცდილებას.
• ურთიერთთანამშრომლობის მიზნით კათედრის წევრები ესწრებიან კათედრის წევრთა საგაკვეთილო პროცესს, აკვირდებიან და კრიტიკული მეგობრის ინსტიტუტის ფარგლებში ხდება უკუკავშირი.
• სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კათედრა თანამშრომლობს სკოლის ხარისხის სამსახურთან და ითვალისწინებს საერთო მიდგომებს.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის - მთავარი ამოცანაა მოსწავლეებს განუვითაროთ:
• კვლევის უნარ-ჩვევები;
• ინტერესი მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ;
• თანამშრომლობის უნარები, რათა შეძლონ თანამშრომლობის მნიშვნელობის გააზრება კაცობრიობის განვითარებისთვის;
• გამოუმუშავდეთ კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის უნარები;
• გააცნობიერონ საკუთარი ადგილი და როლი ბუნებაში და შეძლონ გარემოზე ზრუნვა;
• განუვითარდეს თვითშეფასების და თვითკონტროლის, განსხვავებული აზრის მოსმენისა და შეფასების უნარი, შეეძლოს საზოგადოებაში თავისი ადგილის განსაზღვრა;
• გაიაზრონ უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობა;
• ჩამოუყალიბდეთ ჯანსაღი დამოკიდებულება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისადმი და გაუჩნდეს ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ.
იუჯი სკოლა
|