უცხოური ენების კათედრა

გლობალიზაციის ხანაში საქართველო ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვან სივრცეში შევიდა. უცხოური ენების ცოდნის გარეშე შეუძლებელია ამ სივრცეში ინტეგრირება და საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება,  უცხო ენების კათედრა აერთიანებს ინგლისურის, რუსულის ენის მასწავლებლებს. კოლეგები მუდმივად და აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან იზიარებენ და ნერგავენ სიახლეებს სასწავლო პროცესში . ზრუნავენ თვითგანვითარებაზე, ეფექტურად არჩევენ სახელმძღვანელოებს და შეიმუშავებენ სასწავლო გეგმის მიხედვით თემატურ გეგმებს. 

უცხოური ენის სწავლების მიზნები და ამოცანები ისეთი მიზნის მიღწევას ემსახურება, როგორიცაა:

• ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდა, რომელიც შეძლებს თავისი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. 

• მზად იქნება ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, როგორიცაა გეზის არჩევა,აქტიურ ცხოვრებაში ჩაბმა, პროფესიული განათლების მიღება,  სწავლის გაგრძელება. 

• ხელი შეუწყოს მოსწავლეში მოქალაქეობრივი შეგნებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას -ტოლერანტობა, პირადი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობა, თვითგანვითარება, კრიტიკული აზროვნება, თვითგამოხატვა.  

• მოსწავლეს უნდა განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი) ორ უცხოურ ენაზე; 

• გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი; 

უცხოური ენების სწავლების პროცესში აუცილებელია:

• მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ კულტურული მრავალფეროვნების მიმართ და გააცნობიეროს იგი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება; 

• განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარი; 

• მოემზადოს თანამოღვაწეობისათვის სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის წარმომადგენლებთან; 

 

• განუვითარდეს ენების ეფექტურად სწავლის უნარი. 

 




იუჯი სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
ქ.ბათუმი, ჯავახიშვილის ქ.N5
ტელ:591992958
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები