ტექნიკური საგნების კათედრა

თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იგი გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში: მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მედიცინაში, ეკონომიკაში, გარემოს დაცვასა და აღდგენა-კეთილმოწყობაში, სოციალურ გადაწყვეტილებათა მიღებაში. აგრეთვე აღსანიშნავია მათემატიკის განსაკუთრებული როლი კაცობრიობის განვითარებასა და თანამედროვე ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში. ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, სივრცე-დროის სტრუქტურის უკეთ გააზრება, ბუნებაში არსებული მრავალი კანონზომიერების აღმოჩენა და აღწერა ნათლად წარმოაჩენს მათემატიკის სამეცნიერო და კულტურულ ღირებულებას. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათემატიკა ხელს უწყობს ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას. იგი იძლევა ეფექტიანი, ლაკონიური და არაორაზროვანი კომუნიკაციის საშუალებას. მათემატიკას იყენებენ რთული სიტუაციების თვალსაჩინო წარმოჩენის, მოვლენების ახსნისა და მათი შედეგების განჭვრეტისას. მათემატიკაში შექმნილი აბსტრაქტული სისტემები და თეორიული მოდელები გამოიყენება კანონზომიერებების შესასწავლად, სიტუაციის გასაანალიზებლად და პრობლემების გადასაჭრელად (ესგ. 2018-2024. მუხლი 61).

 

კათედრის მიზნები და ამოცანები:

 

1. მოსწავლეთათვის აზროვნების, მსჯელობის, შეხედულებათა დასაბუთების, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარის განვითარება;

2. პრაქტიკული, ყოფითი ამოცანების გადაჭრისას მათემატიკური მოდელირების უნარის განვითარება;

3. მოსწავლეთათვის აზროვნების, მსჯელობის, შეხედულებათა დასაბუთების, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარის განვითარება: მსჯელობის ხაზის განვითარება, ალტერნატიული გზების ძიება, მიღებული გადაწყვეტილების სისწორისა და ეფექტიანობის დასაბუთება;

4. სწავლის შემდგომი ეტაპისათვის ან პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება; ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება:  სამუშაოს ორგანიზებისა და დაგეგმვის ხერხებისა და მეთოდების ფლობა;

5. სწავლა - სწავლების ხარისხის ამაღლება, მათემატიკისა და ისტ-ისთვის წამოყენებული მოთხოვნების განხორციელება;

6. ახალი მეთოდების განხილვა-გააზრება;

7. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო გეგმების, სილაბუსების შედგენა;

8. მოსწავლეთა შეფასების ფორმებსა და ხერხებზე მუშაობა;

9. მონიტორინგი მათემატიკისა და ისტ-ის სწავლების პროცესზე;

10. საგნის სწავლებაში არსებული პრობლემების კვლევა და გადაჭრის გზების ძიება;

11. მოსწავლეთა ჩართვა კონკურსებში, ოლიმპიადებსა და კონფერენციებში;

12. კათედრის წევრების აქტიური ჩართვა კათედრის მუშაობაში;

13. თვითგანვითარებისა და სწავლების ინოვაციური მეთოდების შესწავლა/სრულყოფაზე ზრუნვა;

14. მასწავლებელთა და მოსწავლეთა წახალისების ფორმების დადგენა;

15. საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენა;

16. სხვა სკოლების გამოცდილების გაზიარება;

17. მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული საგნობრივი პროგრამებისა და შეფასების სისტემის შექმნა და დანერგვა;

18. მათემატიკისა და ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესაწავლის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა;

19. შიდა სასკოლო ოლიმპიადისა და ღონისძიებების ორგანიზება;

20. კონფერენციებში, კონკურსებსა და სხვა ღონისძიებებში მოსწავლეთა მონაწილეობის ორგანიზება;

21. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში;

 

22. სკოლის ბიბლიოთეკისათვის საგნის სწავლებისათვის საჭირო ლიტერატურის ჩამონათვალის მიწოდება და ზრუნვა.

 




იუჯი სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
ქ.ბათუმი, ჯავახიშვილის ქ.N5
ტელ:591992958
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები