ქართული ენა და ლიტერატურა

 

პიროვნების საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. ის ქმნის იმ ძირითად ბაზისს, რომელსაც ეფუძნება ადამიანის თავისუფალი ფორმირების პროცესი. ჩვენი მიზანია, მოზარდს განვუვითაროთ ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი); საკუთარი აზრის ლოგიკური თანმიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი. აგრეთვე მნიშვნელოვანია, მოზარდს ხელი შევუწყოთ დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების ჩამოყალიბება-განვითარებაში. საბაზო და საშუალო საფეხურზე სწავლების პროცესი ითვალისწინებს აგრეთვე ლიტერატურის ინტეგრირებას საზოგადოებრივ მეცნიერებებთან და ხელოვნების დარგებთან; მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს როგორც ეროვნული, ისე ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები და ქართული მწერლობის ინტერკულტურული მნიშვნელობა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სწავლების პროცესში ყურადღებას ვამახვილებთ ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრებაზე; მხატვრული ლიტერატურის გაცნობა-გაანალიზებაზე; აზრის ცხადად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვის და ანალიტიკურ-სინთეზური აზროვნების უნარების განვითარებაზე(დისკუსია, დებატები, საკლასო განხილვები). მნიშვნელოვანია სხვადასხვა სასწავლო რესურსის გამოყენება-ათვისება. სწავლების პროცესი ითვალისწინებს ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბებას. მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნის უნარების გამომუშავება (არგუმენტირებული ესე, მხატვრული ტექსტის გააზრება, თავისუფალი თემა). წერის უნარების განვითარების მიზნით, ქართული ენის გაკვეთილი აგრეთვე ითვალისწინებს ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნორმების თეორიულ შესწავლასა და მათი სათანადოდ გამოყენების უნარების განვითარებას.




იუჯი სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
ქ.ბათუმი, ჯავახიშვილის ქ.N5
ტელ:591992958
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები