სკოლის სპეც-მასწავლებლები მუშაობენ ორი ძირითადი მიმართულებით;

1) სკოლაში ინკლუზიური განათლების განვითარება.

სკოლის სპეც-მასწავლებლები მუშაობენ მოსწავლეებთან, რომელთაც მათი დახმარება სჭირდებათ, საჭიროებისამებრ, მოსწავლეს ესწრებიან გაკვეთილზე, ან გამოყავს გაკვეთილიდან ინდივიდუალური მუშობისათვის.

სპეც-მასწავლებლის ძირითადი მუშაობა მიმდინარეობს სკოლის პედაგოგებთან, რათა კლასის პედაგოგს გაუმარტივოს სპეციალური საჭიროების მოსწავლის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში. თავად ინკლუზიური განათლების პრინციპიდან გამომდიანრე სკოლა ცდილობს მოსწალეებს გაკვეთილზე მათი საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესაფერისი გარემო შეუქმნას. მოსწავლეების დიფერენცირება და სხვადასხვა ბავშვებისათვის განსხვავებული მეთოდებისა თუ მასალების შეთავაზება სკოლის ძირითადი სტრატეგიაა, რაშიც უშუალოდ მონაწილეობენ სპეც-მასწავლებლები.

2) მოსწავლის კოგნიტური უნარების განვითარება.

სკოლა აქტიურად მუშაობს მოსწავლეების უნარების განვითარებაზე. იუჯი ორიენტირებულია მოსწავლეებს განუვითაროს კარგი აკადემიური მოსწრებისათვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა კონცენტრაციის, დამახსოვრების, გუნდური მუშაობისა და სხვა უნარები.. 

 




იუჯი სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
ქ.ბათუმი, ჯავახიშვილის ქ.N5
ტელ:591992958
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები