ფიზიკის მოყვარულთა კლუბი

იუჯი სკოლაში ფიზიკის მოყვარულთა წრე „ფიზიკა გამოგონებების სათავეში“ შეიქმნა!
წრის მიზანია, მოსწავლეებს დაანახოს ფიზიკის მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროს განვითარებაში, დააკავშიროს თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან და გაუღვივოს ინტერესი მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართ.
წრის ფარგლებში პირველი შეხვედრა და პრეზენტაცია ჩატარდა, რომელიც ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთ გამორჩეულ სიმბოლოს Tesla Roadster-ს დაეთმო. მოსწავლეებმა ავტომობილის ტექნოლოგიური შესაძლებლობები ფიზიკის კანონებს დაუკავშირეს და წარმოაჩინეს, თუ როგორ უდევს ფიზიკური პროცესებისა და მეცნიერული პრინციპების ცოდნა საფუძვლად თანამედროვე საინჟინრო მიღწევებს.
ეს მხოლოდ დასაწყისია! წინ საინტერესო შეხვედრები, ექსპერიმენტები, კვლევები და ახალი აღმოჩენებია.
ფიზიკა გამოგონებების სათავეში იქ, სადაც მეცნიერება მომავალს ქმნის!



იუჯი სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
ქ.ბათუმი, ჯავახიშვილის ქ.N5
ტელ:591992958
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები