ეკო კლუბი „მწვანე თაობა“

ეკო კლუბი „მწვანე თაობა“
მიზანი
მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების, ეკოლოგიური პასუხისმგებლობისა და მოქალაქეობრივი აქტიურობის განვითარება; ბუნებრივი რესურსების დაცვის, ნარჩენების შემცირებისა და სკოლისა და საზოგადოების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
მოსალოდნელი შედეგი კლუბის საქმიანობის შედეგად მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას გარემოსდაცვით საკითხებზე, ისწავლიან გუნდურ მუშაობას, ინიციატივების დაგეგმვასა და განხორციელებას. ჩაერთვებიან ეკოლოგიურ ღონისძიებებში, დასუფთავებისა და გამწვანების აქციებში, ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების ხელშეწყობაში. გაიზრდება მათი პასუხისმგებლობა გარემოსა და საზოგადოების წინაშე და ჩამოყალიბდება ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი მოქალაქეების თემი.
ჩვენი სლოგანი: „ვიცავთ ბუნებას დღეს - ვქმნით უკეთეს მომავალს ხვალ!“



იუჯი სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
ქ.ბათუმი, ჯავახიშვილის ქ.N5
ტელ:591992958
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები