ფიზიკა - მე7 “ვ” კლასი მოსწავლეებმა ფიზიკაში პირველი ლაბორატორიული სამუშაო შეასრულეს, რომლის მიზანია ფიზიკური სიდიდეების გაზომვის პრინციპების გაცნობა და საზომი ხელსაწყოების გამოყენების პრაქტიკული უნარების განვითარება წარმოადგენდა. მოსწავლეებმა პრაქტიკულად განსაზღვრეს საზომი ხელსაწყოს დანაყოფის ფასი, მენზურის გამოყენებით გაზომეს სითხის მოცულობა და გაეცნენ გაზომვის სხვადასხვა ფორმასა და სიზუსტის მნიშვნელობას. ლაბორატორიულმა საქმიანობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ექსპერიმენტული აზროვნების, კვლევითი უნარებისა და მეცნიერული დაკვირვების კულტურის განვითარებას