Nil sine labore


ყველაფერი შრომით მიიღწევა


დაწყებითი სკოლა

მოგესალმებით, ეს მცირე მოგზაურობა ჩვენს UG სკოლაში ვფიქრობ სასარგებლო იქნება მშობელთათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საუკეთესო სკოლა შეურჩიონ თავიანთ პატარებს.

UG სკოლაში I-IV კლასებში სასწავლო პროცესი 9:00  საათიდან  18:00 საათამდე მიმდინარეობს (9:00 სთ.-დან - 16:00 სთ.-მდე საგაკვეთილო პროცესი, 16:00სთ.-დან- 18:00 სთ.-მდე გახანგრძლივებული).ჩვენს სკოლაში სწავლის საფასური შეადგენს 1500 ლარს.

V-VI კლასებში სწავლის საფასური შეადგენს 1500 ლარს წლიურად, ხოლო გახანგრძლივებული მომსახურეობის საფასური V-VI კლასებში შეადგენს წლიურად 200 ლარს.

სკოლის საგაკვეთილო ბადე შედგება დღეში 8 ორმოცდა ხუთ წუთიანი გაკვეთილისაგან. დაწყებით საფეხურზე ასევე ისწავლბა ჭადრაკი და ქართული ცეკვები.

 

კვირაში მოცემული 35 საათი გაკვეთილებზე შესაბამისად ნაწილდება:

6 საათი - ქართული

3 საათი - სადამრიგებლო პროგრამა:

1 საათი - კითხვის კლუბი 

7 საათი - ინგლისური (ინგლისურში კითხვის კლუბი იწყება მხოლოდ მეორე კლასიდან)

5 საათი - მათემატიკა (პროგრამული მასალა)

2 საათი - მათემატიკური უნარები

1 საათი - ბუნება

1 საათი - ჭადრაკი

1 საათი - ქართული ცეკვა

1 საათი - სახვითი ხელოვნება

1 საათი - ისტ. (კომპიუტერული საოფისე პროგრამების შესწავლა)

 

დამრიგებელი და საგნობრივი სწავლება

ჩვენს სკოლაში ყოველ 15 ბავშვიან კლასს ჰყავს თავისი დამრიგებელი. ისინი ეხმარებიან საგნობრივ პედაგოგებს გაკვეთილზე და ყურადღებას აქცევენ ბავშვებს შესვენებაზე. დამრიგებლის საშუალებით ხორციელდება მუდმივი კონტაქტი მშობელთან. დამრიგებელი უძრვება ამღზრდელობით პროგრამას.

 

კლასში მოსწავლეთა რაოდენობა:

კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა - 15 ბავშვი. 

 

მშობლისა და სკოლის თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა, შემოწმება

მშობელი და მასწავლებელი ყოველდღიურად სარგებლობს სკოლის ელექტრონული ჟურნალით. ჟურნალში იტვირთება გაკვეთილების ცხრილი, დავალებები, ჩატარებული ტესტები, დაწერილი კომენტარები... ხდება ყოველდღიური ინფორმაციის გაცვლა მშობელსა და საგნობრივ პედაგოგებს შორის შესრულებულ დავალებებსა თუ სხვა საკითხებზე. სემესტრში ერთხელ ტარდება ინდივიდუალური კრებები, სადაც მშობელი მოდის სკოლაში და მას ინდივიდუალურად ხვდებიან საგნობრივი პედაგოგები. ხდება ბავშვზე შედგენილი პორტფოლიოს განხილვა და გაანალიზება.

 

სკოლის ფსიქოლოგი და პედიატრი

სკოლას ემსახურება ექიმი პედიატრი და ფსიქოლოგი მთელი სამუშაო დღის განმავლობაში. ექიმი ზრუნავს პატარების ჯანმრთელობის ყოველდღიურ მდგომარეობაზე. ადგენს კვების რაციონს და სისტემატიურად ახორციელებს მონიტორინგს სამზარეულოს სანიტარულ მდგომარეობაზე. პირველკლასელები ჩვენს სკოლაში ჩაბარებისას გადიან ფსიქოლოგიურ და წინასასკოლო მომზადების ტესტებს.

 

უსაფრთხოება

ჩვენი სკოლა აღჭურვილია სათანადო ტექნოლოგიით, რომელიც სრულად აკონტროლებს ჩვენს ინფრასტრუქტურას და მის გარშემო პერიმეტრს. სკოლას ემსახურება დაცვის სამსახური 24 საათის განმავლობაში, რომელიც აქტიურად არის ჩართული ბავშვების ქცევის მონიტორინგში.ნაგებობას აქვს საევაკუაციო გეგმა,  ტარდება საევაკუაციო სწვალება საგანგებო მდგომარეობისათვის მზადყოფნის უზრუნვესაყოფად. დაცვის წევრები მომზადებული არიან პირველადი დახმარების აღმოჩენისათვისაც. შენობას იცავს აგრეთვე პოლიციის სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომელიც ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ოპერატიულ სამსახურს.  

 

UG სკოლა პირველკლასელებს სთავაზობს განსაკუთრებულ სერვისს

შუადღეს მოსწავლეები მიირთმევენ სრულფასოვან სადილს (წვნიანი, ხორცი, გარნირი), დასვენება და დავალებების მომზადება სასწავლო დღის განმავლობაში მოსწავლეები მუდმივად დაძაბულნი და დაღლილნი როდი არიან, ყოველ გაკვეთილს თან მოსდევს 10 წუთიანი შესვენება, ხოლო შუადღეს ბავშვები ისვენებენ 1 საათით. მიირთმევენ სადილს და გადიან ეზოში (ცუდი ამინდის შემთხვევაში დახურულ სპორტულ დარბაზში). მოსწავლე გაკვეთილების დასრულებისთანავე იწყებს დავალებების შესრულებას.

 

სკოლაში რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ წარმოგვიდგინოთ შემდეგი საბუთები:

1. დაბადების მოწმობის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული)

2. პირადობის მოწმობის ასლი (მშობლების), 

3. 2 ფოტო სურათი ელექტრონული ვერსიაც. 

4. ჯანმრთელობის ცნობა

 

პატივისცემით,

UG სკოლის ადმინისტრაციის უფროსი 

ფარნაოზ კახიძე

Mail: p.kakhidze@ug.edu.ge

მისამართი: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. #5