Nil sine labore


ყველაფერი შრომით მიიღწევა


შეფასების სისტემა

მოსწავლის შეფასების მიზანი

მოსწავლის შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვასა და კონტროლს. 
მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება უნდა იყოს ხშირი და მრავალმხრივი; მან ხელი უნდა შეუწყოს: მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მათი შესაძლებლობების გამოვლენას, სხვადასხვა პოტენციალის მქონე მოსწავლეთათვის თანაბარი პირობების შექმნას.

სასკოლო შეფასების პრინციპები
სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი. 
განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა.
განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ.

შეფასების დონეები

ქულები შეფასების  დონეები

 

10 მაღალი
9
8 საშუალოზე მაღალი
7
6 საშუალო
5
4 საშუალოზე დაბალი
3
2 დაბალი
1

 

ოფიციალური სტატუსის მქონე ნიშნები

საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ნიშნები – საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის  ნიშნები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;

საგნის სემესტრული ნიშანი – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში: 
მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სამივე კომპონენტში (საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი) მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობაზე;მიღებული ქულა უნდა დამრგვალდეს მთელის სიზუსტით.იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად სამივე კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულებისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე.

საგნის წლიური ქულა – სემესტრული ქულებიდან  გამომდინარე შეფასება საგანში. წლიურ ნიშანში  წლიური გამოცდის ნიშანიც აისახება, რადგან გათვალისწინებულია სასკოლო სასწავლო გეგმით და სკოლის მიერ განსაზღვრულია, რომ მას გავლენა ექნება საგნის წლიურ ნიშანზე . საგნის წლიური ქულა სამი ( ორი - საგნის სემესტრული და ერთი გამოცდის) ქულის საშუალო არითმეტიკულია, დამრგვალებეული მთელის სიზუსტით.

საერთო წლიური ქულა – საგნების წლიური ქულებიდან  გამომდინარე შეფასება; საერთო წლიური ნიშნის გამოსაანგარიშებლად უნდა შეიკრიბოს ეროვნული სასწავლო გეგმით კონკრეტული კლასისთვის გათვალისწინებული ყველა სავალდებულო საგნის წლიური ქულა, ასევე სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული არჩევითი საგნების ქულები სავალდებულო საგნების წლიურ ქულებთან ერთად და ჯამი უნდა გაიყოს ქულების რაოდენობაზე.საერთო წლიური ქულა მრგვალდება მეათდის სიზუსტით.

საფეხურის საერთო ქულა – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საერთო შეფასება. საფეხურის საერთო ქულა გამოითვლება იმავე პრინციპით, რომლითაც ითვლება საერთო წლიური ქულა: ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა.საფეხურის საერთო ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით.

კლასის და საფეხურის დაძლევა
კლასი დაძლეულად ითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა არის 5 ან მეტი, რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას.
დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება თუ მოსწავლის საერთო საფეხურის ქულა არის 5,0 ან მეტი, რაც აძლევს მას საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
საბაზო საფეუხრი დაძლეულად ჩაითვლება თ მოსწავლის საერთო საფეხურის ქულა დამრგვალების გარეშე არს 5,0 ან მეტი, რაც აძლევს მას საბაზ განათლების ატესტატის აღების ან საშუალო საფეხურზე გადასვლის უფლებას. 
საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება თუ მოსწავლის საერთო საფეხურის ქულა არის 5.0-ზე მეტი, რაც აძლევს მას სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე გასვლის უფლებას.