Nil sine labore


ყველაფერი შრომით მიიღწევა


ადმინისტრაცია

დირექტორი - სკოლის უმაღლესი თანამდებობის პირი და წინამდებარე დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მისი ერთპიროვნული მმართველია; სკოლის დირექტორი აღჭურვილია საზოგადოების ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით საზოგადოების წესდების შესაბამისად. დირექტორი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სასკოლო დებულებით, საზოგადოების წესდებით, დამფუძნებელთა/პარტნიორთა კრებისა გადაწყვეტილებებით.
დირექტორი წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში, რომლის დროსაც ის მოქმედებს ერთპიროვნულად. კანონმდებლობით და შიდასასკოლო აქტებით დადგენილი წესით .


სკოლის დირექტორი უფლებამოსილია:

  • განსაზღვროს  სწავლის წლიური საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და ვადები თითოეული სასწავლო წლისათვის;
  • წარუდგინოს პარტნიორთა კრებას სკოლის წესდების, აგრეთვე მასში ცვლილებების და/ან დამატებების პროექტები;
  • დაამტკიცოს სკოლის შინაგანაწესი, ბრძანებით  დანიშნოს და გაათავისუფლოს სკოლის ადმინისტრაციის უფროსი,სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები, სკოლის პედაგოგები. გააფორმოს მათთან შრომითი ხელშეკრულებები კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • გამოსცეს თანამდებობრივი  ინსტრუქციები და სხვა აქტები ამ სასწავლო დებულებით დადგენილი წესით;
  • შეაჩეროს, შეცვალოს, გააუქმოს სკოლის ნებისმიერი თანამდებობის პირის გადაწყვეტილება;
  • გამოიყენოს სასწავლო დებულებით,  შინაგანწესით და სხვა აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში დისციპლინური სანქციები პერსონალის, მოსწავლის მიმართ დადგენილი წესით;
  • განსაზღვროს სწავლის დაწყებისა და დამთავრების თარიღი, არდადეგების განრიგი,
  • გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე;
  • დამტკიცოს ადმინისტრაციის წევრების შვებულების განრიგი და სკოლის ადმინისტრაციის წევრების მიმართ წახალისების ზომები;
  • ხელს მოაწეროს სკოლის საფინანსო დოკუმენტებს;
  • მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვასთან და მოსწავლეთა სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით, გამოსცეს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სკოლის ადმინისტრაციის უფროსი
სკოლის ადმინისტრაციის უფროსი სკოლის დირექტორთან შეთანხმებით წარმართვას სკოლის სასწავლო–აღმზრდელობით საქმიანობას.

ადმინისტრაციის უფროსის უფლება-მოვალეობები:

  • ამზადებს და სკოლის დირექტორს წარუდგენს გადაწყვეტილებათა პროექტებს, ზედამხედველობს სკოლის დებულების, შიდასასკოლო აქტების შესრულებას;
  • შეიმუშავებს საშტატო განრიგს;
  • უზრუნველყოფს კვალიფიციური პედაგოგების მოზიდვას და სკოლის დირექტორს წარუდგენს შრომითი ხელშეკრულების პროექტს;
  • აკონტროლებს მოსწავლეთა დისციპლინის მდგომარეობას;
  • გეგმავს და ახორციელებს სააღმზრდელო ღონისძიებებს;
  • რეგულარულად ატარებს მშობელთა კრებას და აწვდის მშობლებს ინფორმაციას სკოლაში მიმდინარე სიახლეებთან დაკავშირებით და მოსწავლეთა, როგორც აკადემიურ ისე დისციპლინური მდგომარეობის შესახებ. აცნობს მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს მათ უფლება მოვალეობებს;
  • დირექტორის ბრძანების საფუძველზე ასრულებს დირექტორის მოვალეობას.

სწავლების მენეჯერი

სწავლების მენეჯერე კონტროლს უწევს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობას, უზრუნველყოფს შუალედურ და ფინალურ გამოცდაზე გასატანი მასალის მომზადებას ტექნიკური კუთხით. ადგენს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზს; უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტის განცხადებების განხილვის პროცესის წარმართვას.

სკოლის დიასახლისი

სკოლის დიასახლისი ზრუნავს სკოლის კვებისა და სისუფთავის საკითხებზე.

უსაფრთხოების სამსახური

შენობა აღჭურვილია სათანადო ტექნოლოგიით, რომელიც სრულად აკონტროლებს ინფრასტრუქტურას და მის გარშემო პერიმეტრს. შენობაში განთავსებულია სათვალთვალო კამერები 24 საათიანი სამუშაო რეჯიმით. მოსწავლეებისა და თანამშრომლების შემოწმება ხდება საბარათო სისტემბისა და ელექტრონული დეტექტორის საშუალებით. შენობას იცავს აგრეთვე პოლიციის სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომელიც ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ოპერატიულ სამსახურს.
სკოლის შენობაში არსებობს  უსაფრთხოების გეგმა, რომელიც წარმოდგენილია და ხელმისაწვდომი ყველა სართულზე. ნაგებობას აქვს სახანძრო კიბე და საევაკუაციო გეგმა, რომელსაც დაცვის სამსახურის უფროსი წელიწადში 2-ჯერ აცნობენ თანამშრომლებსა და მოსწავლეებს. ასევე ტარდება საევაკუაციო სწვალება საგანგებო მდგომარეობისათვის მზადყოფნის უზრუნვესაყოფად. 
დაცვის სამსახური აქტიურად არის ჩართული ბავშვების ქცევის მონიტორინგში. დაცვის წევრები მომზადებული არიან პირველადი დახმარების აღმოჩენისათვისაც. მათ გაიარეს შესაბამისი სწავლება საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლაში და აღჭურვილი არიან სერტიფიკატით.
„იუჯი“ სკოლაში მოსწავლეებისა და თანამშრომლებისათვის შექმნილია სტანდარტით გათვალისიწნებული უსაფრთხო სამუშაო გარემო.