Nil sine labore


ყველაფერი შრომით მიიღწევა


აკადემიური განათლება

სკოლის სასწავლო პროგრამა მთლიანად ეყრდნობა სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემის სტანდარტებს. ძირითადი სასწავლო გეგმის გარდა, სკოლაში ინტენსიურად მუშავდება დამატებითი სასწავლო მასალა თუ პროექტი. სკოლის პროგრამა მიმართულია მოსწავლის უნარ-ჩვევების ამაღლებისაკენ, რაც დაწყებით კლასებში ლოგიკური სავარჯიშოების, თამაშებისა და შემეცნებით-გასართობი პროგრამების დახმარებით ხორციელდება. სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მათემატიკის შესწავლასა და ლოგიკური აზროვნების განვითარებას. მოსწავლეები მუდმივად მუშაობენ ლოგიკური უნარების განმავითარებელ ამოცანებზე, რაც, ტექნიკური ცოდნის შეძენასთან ერთად, მათ ახალი მასალის უკეთ გააზრებაში ეხმარებათ. სკოლაში ასევე დიდი ყურადღება ეთმობა წიგნიერების პროგრამას, რომელიც ქართულის გაკვეთილების პარალელურად მიმდინარეობს. ამ პროგრამის ფარგლებში მოსწავლე თავისუფალ და კრიტიკულ აზროვნებას ეჩვევა, უყვარდება მხატვრული ლიტერატურის კითხვა და უადვილდება აკადემიურ სივრცესთან ინტეგრაცია. სკოლაში მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება აგრეთვე უცხო ენის შესწავლაზე, რაც მოსწავლეების სამომავლო აკადემიურ წინსვლას განაპირობებს. მოსწავლეები აქტიურად ეუფლებიან ინგლისურ ენას, რაც, განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად, ყოველდღიურ დამატებით მასალასა და ინგლისურ ენაზე თავისუფალი ლიტერატურის კითხვას გულისხმობს. UG სკოლის საგანმანათლებლო პროცესი ინტეგრირებულ გაკვეთილებზეა დაყრდნობილი, სადაც სხვადასხვა საგნის პედაგოგები ერთი მიზნისათვის ერთიანდებიან და საერთო, შეთანხმებული მუშაობით სკოლის მოსწავლეთათვის საუკეთესო განვითარების კურსს აყალიბებენ.