Nil sine labore


ყველაფერი შრომით მიიღწევა


სკოლის ისტორია

UG სკოლა 2008 წელს დაარსდა თბილისში. მისი დამაარსებელია საქართველოს უნივერსიტეტი, რომელსაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში წამყვანი  პოზიცია უკავია. სკოლის დაარსების უშუალო მიზანია, სათანადო ცოდნითა და ინტელექტით აღჭურვოს ახალგაზრდები, რომლებიც შეძლებენ ისეთი დონის უმაღლეს სასწავლებელში სწავლებას, როგორიც საქართველოს უნივერისტეტია.   ამ კონკრეტული მიზნისათვის საქართველოს უნივერსიტეტმა თავდაპირველად დააარსა UG სკოლის  საშუალო  საფეხური, ხოლო 2013 წლიდან  გაიხსნა საშუალო საფეხური ქ. ბათუმში. დღესდღეობით UG სკოლის მისამართია ქ. ბათუმში ჯავახიშვილის ქ. #5. სკოლაში ირიცხება ორასამდე მოსწავლე.

შ.პ.ს იუჯი სკოლა ლიცენზირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 3 ოქტომბრის N 838 ბრძანებით, ლიცენზიის ნომერი 0831117.

სკოლა მდებარეობს მისამართზე: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. #5, ტელ: 0422 27 75 57

სკოლა განთავსებულია საკუთარ შენობაში, მისი ტერიტორია დაცულია.

დამფუძნებელთა საბჭო

  • მანანა სანაძე
  • ედუარდ რაუპი
  • გიული ალასანია
  • ნიკა ალასანია